GEO
ENG

პროექტი -“ახალი სიცოცხლე-ახალი ხე” ყველა უფლება დაცულია. ამ პროექტის ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის აუცილებელია საავტორო უფლებების მფლობელის (ავტორის) ნებართვა.                                         

პროექტის მიზანი

ეკოლოგიური მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად, ახალი რეკრეაციული ზონების შექმნისა  და განვითარებისათვის,  კეთილმოწყობილი  პარკების  გაშენება მთელ საქართველოში. თბილისსა და რეგიონების სხვა  ქალაქებში, პროექტის ფარგლებში,  ქვეყანაში ყოველი ახალშობილის სახელზე პერსონალური ხეების დარგვა და მოვლა.
 

მთავარი იდეაა !

*
ახალი ტრადიციის დამკვიდრება:  ყოველი ახალი სიცოცხლე-ახალი ხე!
* ყოველი ახალშობილი ბავშვის სახელზე, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა(პროექტი ინკლუზიურია), საჩუქრად დაირგვება მისი სახელობის ”პერსონალური ხე”.

*
ხეზე, მშობლების სურვილის შემთხვევაში, მიმაგრდება აბრა -მათი შვილის - სახელით, გვარით, დაბადების თარიღით.
* ხის პატრონს გადაეცემა მისი პერსონალური ხის "პასპორტი"
პროექტის აღწერა
 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის   ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით,  თუ რამდენი ბაშვი  გაჩნდა ქვეყანაში წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში,- მთავრობის, მერიების, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების მიერ რეკრეაციული ზონების შესაქმნელად  წინასწარ გამოყოფილ ტერიტორიებზე,  განისაზღვრება და დაიგეგმება-სად და რამდენი ახალშობილის ხე უნდა დაირგოს.

·   ახალშობილი ბავშვის მშობლებს, სურვილის შემთხვევაში, ფონდის ვებ გვერდზე დარეგისტრირები, შეეძლებათ ონლაინ შეუკვეთონ ბავშვის სახელობითი აბრა და მიიღონ მათი შვილის პერსონალური ხის და აბრის ელექტრონული პასპორტი:  ხის ტიპის, ადგილმდებარეობის და ნომრის მითითებით.

 

 * ახალშობილის მშობლების სურვილის შემთხვევაში, სპეციალურად  დამზადებული აბრა-მათი ახალშობილი შვილის  სახელით, გვარით და დაბადების თარიღით - დამაგრდება ხეზე - „ ხის პატრონის“ და მისი მშობლების თანდასწრებით და მათ გადაეცემათ ხის ფიზიკური პასპორტი.
* ხეები  დაირგვება  წელიწადში ორჯერ-გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მთელ საქართველოში.
* რეკრეაციულ ზონებში, გაშენდება კეთილმოწყობილი პარკები-
ქალაქის ფილტვები”.
* პარკების დასაპროექტებლად და  გასაშენებლად, გამოცხადდება კონკურსები.
* შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შერჩეული რამოდენიმე საუკეთესო პროექტი განსახილველად დაიდება ფონდის ვებ გვერდზე. ჩვენ, საზოგადოება, ვისთვისაც უნდა გაშენდეს ეს პარკები, შვარჩევთ საუკეთესო  პროექტს Vita Niva-ს facebook-სა და ვებ გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით.

   
პროექტის   განხორციელების გზები

 

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და თვითმმართელობებთან შეთანმების მიღწევა რეკრეაციული ზონებისთვის ტერიტორიების გამოყოფის  შესახებ და შესაბამისი მემორანდუმების გაფორმება.
 
* გამოყოფილ ტერიტორიებზე წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
* პროექტის მხარდამჭერების-დონორების  მოზიდვა.
* შემოწირულობების შესაგროვებლად, ასევე გამოყენებული იქნება  ფონდის მიერ მოწყობილი საქველმოქმედო ღონისძიებებიდან  შემოსული თანხები.